|
2015-09-17 13:04:21, 686 ნახვა
სამართალი
უგულავა: ერთი კვირის წინ ტელევიზორის შეძენის უფლება მომცეს, რაც იყო ინდიკატორი, რომ არავინ აპირებდა ჩემს გამოშვებას
„ერთი კვირის წინ, მომცეს უფლება ტელევიზორი შემეძინა. ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ არავინ აპირებდა ჩემს გამოშვებას, - ამის შესახბე თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალქო სასამართლოში ტელეიმედის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა. უგულავას თქმით, მისი პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მისივე თქმით, შესაძლოა მან საკონსტიტუციო სასამართლო გადაყწვეტილების სიკეთით ვერ ისარგებლოს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მას არ აღელვებს. დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, მთავარია, რომ მათ ბრძოლას აზრი ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება. „სიმშვიდისკენ მინდა ყველას მოგიწოდოთ. ყველას ხშირად ნერვები გვეშლება, მაგრამ ერთადერთი იარაღი, ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოშორების არის სიმშვიდე. ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი. საკონოსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ძალიან სასაცილო ისტორია მოხდა. ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რა განზრახვა აქვს ივანიშვილს, ერთი კვირის წინ მომცეს უფლება ტელევიზორი შემეძინა. ეს იყო იმის ინდიკატორი, რომ არავინ არ აპირებდა ჩემს გამოშვებას. დანამდვილებით ვიცი, რომ ის გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა შოთაძესთან საუბრისას. ჩემი პატიმრობა წინასწარ განზრახულია, რომელიც ალბათ დარჩება პატიმრობად, თუმცა ზოგიერთი მოსამართლის გამბედაობა მაძლევს საფუძველს, იმედს და მოტივაციას, რომ არც მე ვიყოყმანო და არ დავიხიო უკან. გუშინდელი გადაწყვეტილებით შეიძლება მე ვერ ვისარგებლო, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ჩემი პატიმრობა არის ჩემი გადაწყვეტილება იმ გაგებით, რომ არ გავიქეცი და ზუსტად ვიცოდი რომ ივანიშვილი დამაპატიმრებდა. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ამ გადაწყვეტილების სიკეთით ვერ ვისარგებლო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ მაღელვებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვიცი, რომ მოსამართლეებო ვეღარ გააგრძელებთ 9 თვიან წინასწარ პატიმრობას, რადგან გუშინდელ გადაწყვეტილებას ვერ გაექცევით. ჩვენს ბრძოლას აზრი აქვს და ჰქონდა, ექნება კიდეც, სანამ ცოცხლები ვართ, უნდა ვიბრძოლოთ. სრულიად უსუსურია სირაქლემას პოზიცია, რასა ვაკვირდები გუშინდლიდან აღმსარულებელი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის ტელეიმედის საქმეზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)