|
2020-09-28 15:52:37, 752 ნახვა
საზოგადოება
DRI: ხელისუფლება ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების გაძლიერებით გამოწვეულ საფრთხეს სათანადოდ ვერ აფასებს
ხელისუფლება ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების გაძლიერებით გამოწვეულ საფრთხეს სათანადოდ ვერ აფასებს, - ამის შესახებ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების წევრთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გაძლიერებით გამოწვეულ საფრთხეს რეალურს ხდის. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2020 წლის 1 სექტემბრიდან პოლიტიკური შინაარსის აქციებს აკვირდება. მონიტორინგის ფარგლებში, 27 სექტემბერს, DRI-ის დამკვირვებლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ულტრანაციონალისტური ძალების მიერ გამართულ დემონსტრაციას დააკვირდნენ. ორგანიზატორებმა აქციის დასაგეგმად სოციალური ქსელი ფეისბუქი გამოიყენეს. შეხვედრას ესწრებოდა 90-მდე, ძირითადად, 18-დან 25 წლამდე ასაკის მონაწილე. შეკრებას არეგულირებდა და ტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიცია. „ნაციონალისტური მსვლელობა“ ვაკის პარკთან დაიწყო. აქციის მონაწილეები ფეხით გაემართნენ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან (სადაც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია) და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააკრიტიკეს. აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ უნდა შეწყდეს „ქართველი ნაციონალისტების“ დადანაშაულება რუსეთის ინტერესების გატარებაში. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ „დიდება საქართველოს.“ დემონსტრაციაზე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ განცხადებებსაც. ფეისბუქზე ლაივ ჩართვისას, ერთ-ერთი მონაწილე „ყველა ოკუპანტსა“ და ანტიეროვნული მოძრაობის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მიუხედავად არაძალადობრივი გამოხატვის ფორმისა, დემონსტრაცია მკვეთრად მილიტარისტულ ხასიათს ატარებდა. ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს მიუთითეს აქციაზე წამოეღოთ არამხოლოდ ქართული, არამედ ფაშისტური და ნაცისტური დროშები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლებმა ასევე შენიშნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც სამხედრო-ტაქტიკური ნიღბით იფარავდნენ სახეს და ერთმანეთს „რაზმის“ წევრებად მოიხსენიებდნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს ულტრანაციონალისტური და ექსტრემისტული დაჯგუფებების გაძლიერებით გამოწვეულ საფრთხეს და ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ ახალი წევრების რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის პრევენციას, რაც მომავალში რადიკალური ძალების მნიშვნელოვან გაძლიერებას გამოიწვევს“, - აცხადებს DRI.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)