|
2015-09-17 12:38:51, 584 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნიკოლაევის ოლქს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიკოლაევის ოლქის დელეგაციას შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, დეპუტატები, პრესისა და მასმედიის წარმომადგენლები. შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. ისაუბრა ასევე რეგიონში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო ღონისძიებებზე. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა მემორანდუმს ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა (უკრაინა) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (საქართველო) შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისთვის. მემორანდუმი ითვალისწინებს ვაჭრობის, სამრეწველო, საინვესტიციო და ეკონომიკის სხვა დარგში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში ხელშეწყობას. მხარეები გაუწევენ ორგანიზებას საწარმოების პროდუქციის გამოფენებისა და ბაზრობების ჩატარებას, ითანამშრომლებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მხარეები ადგილობრივი საწარმოების მიერ წარმოებული საექსპორტო პროდუქციისა და მომსახურების ძირითადი სახეობების შესახებ ინფორმაციებს გაცვლიან. ასევე განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, რომლის თანახმადაც მოხდება სპეციალისტების სტაჟირება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გამოცდილების შესწავლის მიზნით. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში სხვადასვა ერთობლივი და გაცვლითი პროექტების განხორციელებას როგორც სტუდენტთა , ასევე პროფესიონალთა გდაამზადების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება უჯკრაინელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევართა გამოფენა „ჯოჯოხეთური აეროპორტი“, რომელიც ბათუმში რამდენიმე დღეს დარჩება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბათუმის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაციის წევრები დაესწრებიან ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში 18 სექტემბერს გამართულ საინვესტიციო ფორუმს „ბათუმი 2015“ და მოინახულებენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს .
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)