2020-09-28 13:20:02, 663 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში 200-მდე სამხედრო დაშავდა
აზერბაიჯანის არმიასთან ბრძოლაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის 200-მდე სამხედრო დაშავდა, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.
როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულების ნაწილი ერევანშია გადაყვანილი.
ერევანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ შეძლო პოზიციების გაუმჯობესება.
„მტერი არ დაწყნარებულა, ზოგან გააგრძელა კონტრშეტევები, რომლებიც ჩვენ ჩავახშეთ. დილით ადრე, საარტილერიო საშუალებების, მათ შორის მძიმე შეიარაღების გამოყენებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა განაახლეს შეტევითი მოქმედებები. ამჟამად ჩვენი შეიარაღებული ძალები გმირულ, შეუპოვარ ბრძოლებში არიან ჩართული“, – განაცხადა არწრუნ ჰოვანისიანმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან