|
2015-09-17 12:12:36, 756 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან, თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა მინისტრის კახა კახიშვილის დავალებით, შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბერის გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება. „ამავე კოდექსის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული ნორმის თანახმად, ნებისმიერი ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოხდა ამ განჩინებით განსაზღვრული აღკვეთი ღონისძიების სახის (პატიმრობის) შეცვლა/გაუქმება. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, „კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამრიგად, თავად ეს ნორმა მიუთითებს, რომ სასამართლოს განჩინება კონკრეტული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უქმდება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღნიშნული განჩინება გამოტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობამდე. ამავე ნორმის შესაბამისად, შესაძლებელია განჩინების მოქმედების შეჩერება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღკვეთი ღონისძიების მოქმედების შეჩერებას. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუქმებულა ან შეცვლილა. შესაბამისად, პროცესის მონაწილე მხარეებს, მათ შორის ბრალდებულს ან/და მის დამცველს უფლება აქვთ თავად მიმართონ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოადგენს მხარეს, რომელიც უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან, თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. სასჯეღასრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, დაუსაბუთებელი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)