11:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 19:20:21, 606 ნახვა

სამართალი
პროკურორი - მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა

მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას, - ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

გუმბერიძის თქმით, ფურცხვანიძის ტელეფონიდან ამოვიდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ ავიაბილეთი ჰქონდა შეძენილი და ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

„მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ისევე როგორც მის მიერ საჯარო სივრცეში გაცხადებული, თუმცა ასევე ტელეფონიდან ამოვიდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ ავიაბილეთი ჰქონდა შეძენილი და ეს პიროვნება ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

შესაბამისად, იმ საფუძვლებით, რაც ჩვენ გვაქვს, თუნდაც საზღვარაგარეთ მისი საბანკო ანგარიში, ფინანსური შესაძლებლობები, სანაცნობო წრე, რაზეც ის საუბრობდა, ჩატარებული გამოძებით მიგვაჩნია, რომ ეს პიროვნება საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას", - განაცხადა გუმბრეიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics