|
2020-09-26 11:37:26, 1241 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე 23-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა
მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლება ჩაატარეს, სადაც საბრძოლო სროლებით შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს. 10 დღის განმავლობაში მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს, მათ შორის ჩასაფრების, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირების, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახების, ტაქტიკური გადაადგილების, ასევე შეტევის და თავდაცვის სავარჯიშოები განახორციელეს. ბატალიონს მხარი 82 მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ჯგუფმა, 24-ე საარტილერიო ბატალიონის "დანა" ბატარეამ, მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საინჟინრო ოცეულმა, ამავე ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ჰაერსაწინააღმდეგო რაზმებმა დაუჭირეს. საველე წვრთნები საბრძოლო ოპერაციების წარმოების დროს ქვეითი ასეულის და მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედების დახვეწასა და მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)