|
2020-09-25 16:24:18, 1255 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს
„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მნიშვნელოვან წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, საქართველოში წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით აღჭურვილი კიბერლაბორატორია შეიქმნება: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიურო მუშაობს კიბერლაბორატორიის დაფუძნებაზე, რომელიც აღიჭურვება წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით“. თავდაცვის მინისტრმა აუდიტორიას, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებიც გააცნო. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2019 წელს ნატოს კიბერუსაფრთხოების სწავლებაში - „კიბერ კოალიცია“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით კიბერუსაფრთხოების ბიუროს მონაწილეობაზე; ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობებისა და საშუალებების გაძლიერებას ისახავს მიზნად. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ბიურო აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებას უზრუნველყოფს. საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებს განიხილავენ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ იმსჯელებენ. „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)