|
2020-09-25 15:29:55, 508 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, „ქართული ოცნების ხელში“, ქვეყანა დარჩება უკუსვლის, კრიზისისა და გაჭირვების პირობებში
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და კორონაკრიზისის არაეფექტური მართვის შედეგია. როგორც მან აღნიშნა, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ეკონომიკა და ქვეყანა განწირულია, რომ დარჩება უკუსვლაში, გაჭირვებასა და კრიზისში. „ „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ბოლო წლებია ლარი მუდმივად უფასურდება, ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა, არასწორი მენეჯმენტის შედეგად, დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელსაც წელს იღებს მთავრობა და ემატება ის საბიუჯეტო ვალდებულებები, რომელსაც იღებს ოცნება არჩევნების მოსაგებად. ამიტომ, ქვეყანა შესულია ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ერთადერთი გამოსავალი გახლავთ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა არჩევნებზე, ცვლილებების, რომელიც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, სამთავრობო ხარჯების რადიკალურ შემცირებას, უცხოური ინვესტიციების შემოყვანას და არასწორი და მავნებლური რეგულაციების გაუქმებას. ამ ყველაფრის შედეგად გამყარდება ლარიც, წინ წავა ეკონომიკაც და ქვეყანა გამოვა კრიზისიდან. თუმცა, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე და საარჩევნო ცვლილების გარეშე, დღევანდელი ეკონომიკა განწირულია იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა დარჩეს უკუსვლის, კრიზისის და გაჭირვების პირობებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)