13:28 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 21:23:24, 662 ნახვა

პოლიტიკა
„ძალა ერთობაშია“-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

ამის შესახებ პარტიამ „ენმ“-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნანუკა ჟორჟოლიანი 1999 წლიდან ჟურნალისტია, მისი კარიერა დაიწყო ტელეკომპანია "პირველ არხზე", 2001 წლიდან კი, მუშაობა დაიწყო "რუსთავი 2"-ში, 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში, 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“,  სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“ და  ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.

ნანუკა ჟორჟოლიანი დაჯილდოვებულია თამარ მეფის ორდენით.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის კონკურენტები ამავე ოლქში „ქართული ოცნებიდან“ გივი ჭიჭინაძე, „ევროპული საქართველოდან“ აკაკი ბობოხიძე, ხოლო „ლელოდან“ თორნიკე ართმელაძე იქნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics