13:28 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 20:11:34, 596 ნახვა

პოლიტიკა
ქანთარია - უნდა იცოდე მოსვლაც და წასვლაც, აბსოლუტურად სუფთა სინდისით მე სიაში არ ვიქნები

„საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც, უნდა იცოდე წასვლაც, აბსოლუტურად სუფთა სინდისით მე სიაში არ ვიქნები“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობაში ახალი ძალა უნდა მოვიდეს.

„საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც, უნდა იცოდე წასვლაც. ამიტომ 8 წელი ჩემთვის ამ გარემოში ყოფნა უკვე აბსოლუტურად საკმარისია და ვფიქრობ, რომ ახლა უნდა მოვიდნენ ახალი ძალები, ენერგიული, მოტივირებული.

თუ ამას შევატყობდი და გუნდიც შეატყობდა, რომ ჩემი ყოფნის ძალიან დიდი აუცილებლობაა გუნდისთვის, რასაკვირველია მე მაშინ ვიქნებოდი, მაგრამ ასეთი აუცილებლობა არ უნდა დამდგარირო და არც დამდგარა და ამდენად აბსოლუტურად სუფთა სინდისით მე ამ სიაში არ ვიქნები“ , -  განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics