|
2020-09-23 11:18:25, 1645 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ 24-ე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 18 აგვისტოს შემდეგ მკურნალობდა და ტესტირების შედეგად, კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, მძიმე თანმხლები დაავადებების გამო, 70 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „დღეს, დილის რვა საათზე ჩვენთან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ჩვენს კლინიკაში 18 აგვისტოს იყო შემოსული. მას ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები იყო. კლინიკაში შემოსვლისთანავე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან 3 და 4 სექტემბერს პასუხი იყო უარყოფითი, ორჯერადი დატესტვის შედეგ კვლავ გავიმეორეთ 11 სექტემბერს, პასუხი ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და კიდევ მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)