13:28 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 01:20:02, 444 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

"ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ახალგაზრდებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს.

ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად,  „ქართული ოცნების" ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს, განათლების პროგრამებზე, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ქართული ოცნება"  არის პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ჩვენ, ქვეყნის მმართველობის პროცესში გვინდა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ.   ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ, მათთან ერთად ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების განათლება, დასაქმება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ თემებზე, სამომავლო გეგმებზე და აქტიურ თანამშრომლობაზე. ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის  და ვიქნები მათი მხარდამჭერი," - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics