12:08 - 22 Jul, 2026
|
2020-09-20 13:25:59, 678 ნახვა
პოლიტიკა
რესან კონცელიძემ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო
„ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ შემოვლის პრინციპით აგრძელებენ. კარდაკარ მსვლელობის ფარგლებში, საარჩევნო კანდიდატებმა შეხვედრა ჭავჭავაძის, თაყაიშვილის, პუშკინის, ლორიასა და ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გამართეს. „ინდივიდუალურად შევხვდი და გავიცანი ჩემი ამომრჩეველი. პირადად, მათთან გასაუბრებით მოვისმინე მათი საჭიროებების შესახებ. ძალიან სასიამოვნოდ და პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრები. ვგეგმავ, მივიდე ყველა ოჯახში და გავეცნო მათ პირადად. თითოეული მხარდამჭერის თბილი დამოკიდებულება დიდი სტიმული და მოტივაციაა ჩემთვის" - განაცხადა რესან კონცელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)