2020-09-19 13:34:00, 1260 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას ლენინის გვამის კრემაციას სთავაზობს
ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის გვამის კრემაციას სთავაზობს, - ამ შესახებ ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ „Вести ФМ”-სთან საურისას განაცხადა.
მისი თქმით, ფერფლი ლენინის დედის და მამის საფლავზე უნდა ინახებოდეს.
პოლიტოსმა ისაუბრა მხატვარზე, რომელსაც ლენინის ცხედრის შესყიდვა სურს და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ სურთ მისი ცხედრის გაყიდვა, მაშინ კრემაცია გახდება საჭირო.
„ლენინის ცხედარი ჩვენ არ გვჭირდება. ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი“,- აცხადებს ჟირინოვსკი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მხატვარი დევიდ დათუნა 50 მილიონ დოლარზე მეტს იხდის ლენინის ცხედარში. მხატვარმა გამოთქვა იმის სურვილიც, რომ ცხედარი აშშ-ში გადაეტანა, რადგან, მისი თქმით, ამერიკა კომუნიზმის იდეებისკენ მიემართება და ახლა ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,