|
2020-09-18 15:09:27, 1115 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ გომელაური მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორის 2020“-ის დახურვას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვას დაესწრო. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება და დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე- არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ უმასპინძლა. იგი მიზნად ისახავდა საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ, წლევანდელი სწავლების მთავარი გზავნილი იყო - „ძალა პარტნიორობაშია“. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. სწავლების ამოცანა იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)