03:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 18:09:30, 866 ნახვა

ეკონომიკა
უახლესი მოდელი - SONY XPERIA M5 სმარტფონი უკვე საქართველოშია

კორპორაცია SONY-მ უახლესი მოდელის სმარტფონის - SONY XPERIA M5 -ის პირველი პარტია საქართველოში უკვე შემოიტანა.

SONY-ის  ფანებს, რომლებიც დიდი ხანია  ელოდნენ ამ მოდელის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, მისი შეძენა  დღეიდან მხოლოდ „ტექნო ბუმის“ ქსელსა და „ჯეოსელის“ მაღაზიებში შეეძლებათ.

მოდელს - XPERIA M5 ( E5633)  სხვა მოდელებთან  შედარებით  რამდენიმე გამორჩეული და განმასხვავებელი უპირატესობა აქვს. 

ეს არის ამ დროისთვის ყველაზე ძლიერი 8 ბირთვიანი ( თითო ბირთვი 2.0 გიგაჰერცი)  პროცესორი კომპანია  MediaTek — Helio X10 , რომელსაც მხარს უმაგრებს 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება , რაც უზრუნველყოფს ტელეფონის გამართულ და უხარვეზო მუშაობას და ასევე ყველაზე თანამედროვე თამაშებს.

ტელეფონი აღჭურვილია ახალი თაობის 21.5 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელშიც ადაპტირებულია ჰიბრიდული ავტოფოკი. ეს  საშუალებას იძლევა, მკაფიო სურათების გადაღება მოხერხდეს სულ რაღაც 0.2 წამის მეათედში. კომპანიის ინფორმაციით, ახალი თაობის კამერას შეუძლია ობიექტის 5-ჯერ მოახლოება მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.  წინა პანელზე განთავსებულია 13 მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსირების მხარდაჭერით, რომელიც   იძლევა საშუალებას გადაიღოთ მაღალი ხარისხის სელფი, განახორციელოთ HD ვიდეოზარები SKYPE-ში, VIBER-სა  და სხვადასხვა აპლიკაციაში.

მისი მახასიათებლები და დიზაინი მიმზიდველია ათობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც SONY-ის  ბრენდის მოყვარულები არიან და დღემდე მოუთმენლად ელოდნენ ახალი მოდელის გამოჩენას. ის გამოირჩევა ახალი გრაფიკული შესაძლობებით და XPERIA-ს სხვა მოდელების მსგავსად, უახლესი სმარტფონიც აღჭურვილია ნესტისგან და მტვრისგან დაცვის სისტემით. 

შეგახსენებთ, მისი შეძენა დღეიდან უკვე შეგიძლიათ მხოლოდ ტექნო ბუმის ქსელსა და ჯეოსელის თბილისის მაღაზიებში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics