|
2015-09-15 14:47:13, 758 ნახვა
ეკონომიკა
თბილისიდან რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 92%-ით გაიზარდა
2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილმა მგზავრთა რაოდენობამ 1 501 748 შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 10%-ით მეტია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამავე პერიოდის მონაცემებით, თბილისიდან რუსეთის მიმართულებით (მოსკოვი, სამარა, სანკტპეტერბურგი, როსტოვი) მგზავრთა ნაკადი გაზრდილია. მისივე თქმით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ აგვისტოში მგზავრთა ნაკადი 92 %-ით გაიზარდა. „ყველაზე მნიშვენლოვანი ზრდა დაფიქსირდა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაში. კერძოდ გვაქვს 84%-იანი ზრდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ორი ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების მიერ ჯამში 179602 მგზავრია გადაყვანილი, რაც 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შეადარებით 84%-ით მეტია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, რეისებს 4 კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტი მგზავრი - 52436 „ჯორჯიან ეარვეისს“ ჰყავს გადაყვანილი, მეორე ადგილიზეა „სიბირის ავიახაზები“ გადაყვანილი 50516 მგზავრით, მესამეზე კი, „აეროფლოტი“ – 47899 მგზავრით. მეოთხე და ყველაზე ნაკლები მგზავრი გადაყვანილი ჰყავს „ტრანსაეროს“ – 28751 მგზავრი. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სახეზე გვაქვს პირდაპირი შედეგი იმ დიდი მუშაობისა, რომელიც გაწულ იქნა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ, რათა 2008 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი რეგულარული რეისები აღდგენილიყო. იყო ბევრი კრიტიკა ოპონენტების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვხედავთ ამ გადაწყვეტილების დადებით შედეგს. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ავიაგადამზიდავს „აირზენას“ რუსეთის მიმართულებით გაეზარდა მგზავრთა ნაკადი დაახლოებიტ 32% პროცენტით, ხოლო უშუალოდ მოსკოვის მიმართულებით 15%-ით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 642 934 ვიზიტორი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შეადრებით ვიზიტორთა რიცხვი 15%-ით გაიზარდა. „მოგახსენებთ, რომ ვიზიტორები რუსეთიდან გამოირჩევიან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარჯველუნარიანობით და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მათმა მთლიანმა დანახარჯმა ქვეყნის ეკონომიკაში შეადგინა 756733318 ლარი“, - აღნიშნა მინისტრმა. გარდა ამისა, ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამავე პერიოდში არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 64%-ით გაიზარდა (54559 მგზავრი). „ასევე ზრდა გვაქვს ისრაელის მიამრთულებით დაახლოებით 32%-ით (67474 მგზავრი), აღსანიშნავია ასევე ყაზახეთის მიმართულება, სადაც აქტიური მარკეტინგული კამპანია ჩავატარეთ და შედეგიც სახეზეა. მგზავრთა ნაკადი 21%-ით (33649 მგზავრი) გაზრდილია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)