08:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 20:42:20, 1046 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები ვართ

ტელეკომპანია  „პალიტრანიუსზე“ გადაცემაში  „დღის ნიუსრუმი“  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი შეაფასა და დაშვებულ  შეცდომებზეც ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისა და მათი გამოსწორების უნარიც შესწევს.  მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა  კიდევ ერთხელ სწორ  გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ.  იყო რაღაც შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას,  შეგვწევს იმის უნარი, რომ ეს შეცდომები დავინახოთ, გამოვასწოროთ და წინსვლა გავაგრძელოთ. რაც შეეხება  რეიტინგებს, გამოკითხვების მიხედვით, „ქართული ოცნების“  რეიტინგი 55-56%-ს შეადგენს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს მინიმუმ ოთხჯერ, მთლიანად ოპოზიციური პარტიების რეიტინგს  ორჯერ აღემატება. საბოლოო რეიტინგსა და შედეგებს კი, არჩევნების დღე განსაზღვრავს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილს  NDI-ის  კვლევები   და წინასწარი   შედეგები არასარწმუნოდ მიაჩნია და  აღნიშნული   ინსტიტუტისა და „ნაციონალური მოძრაობის“  თანამშრომლობა გაიხსენა.

 „წლების განმავლობაში მათი არცერთი კვლევა არ არის სარწმუნო. ასე იყო 2012 წლამდე, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 10-12% ჰქონდა რეიტინგი.  შემდეგ წლებშიც, ბოლო არჩევნებშიც თუ მის კვლევებს გადავხედავთ, არცერთი კვლევის შედეგი სარწმუნო არ არის. სამწუხაროდ, NDI-ის ბრენდს და სახელს ბოროტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ , - აღნიშნა მინისტრმა.

სკეპტიკურად განწყობილ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩევლებთან დაკავშირებით,  ირაკლი  ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ასეთი ამომრჩევლების დარწმუნება  დიდწილად ხელისუფლების ეფექტიან მოქმედებასა და კომუნიკაციის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics