15:08 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 09:33:08, 1850 ნახვა

რეგიონი
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინაწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზე უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი.

გარდა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნისა, მომხმარებელს კოვიდ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება. მომხმარებელი, მომსახურების სივრცეში, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული.

პრევენციის მიზნით, კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მონაწილე მხარეებს. 

მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით, წინასწარი დაჯავშნის გარეშე,  მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება  იქნება შესაძლებელი.

ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება  მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სრულად განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ყველა პრევენციული ზომა. დღეისთვის იუსტიციის სახლის შენობა სრულად დეზინფიცირებულია. მომსახურების დარბაზები, მაგიდებისა და სხვა ავეჯის ზედაპირები, ასევე შენობის 17-ვე სართულზე არსებული სამუშაო ფართები, სრულად დამუშვებულია სპეციალური ხსნარებით.

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კოვიდ ინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. შედეგად, 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი 3 შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 14 სექტემბრიდან, სამუშაოს მხოლოდ ის ოპერატორები დაუბრუნდებიან, ვისთანაც ტესტირების შედეგები ორივე ჯერზე უარყოფითი იყო. აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბრიდან, ბათუმის იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics