05:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 09:42:25, 664 ნახვა

ეკონომიკა
TCC მზად არის, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა

 ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“ (TCC) მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა  – საქართველოს პრემიერ–მინისტრის  შეხვედრა TCC–ის წარმომადგენლებთან გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

TCC-ს ინიციატივით, აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო - China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოში უმსხვილესი ბანკი - Industrial and Commercial Bank of China (ICBC).

TCC–ი ჩინეთის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია  დაესწრნენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics