13:17 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 09:39:37, 435 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ლიტვის პრეზიდენტი, ისევე, როგორც ლატვიის პრეზიდენტი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ნათლად აცხადებენ, რომ დგანან საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე. საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, პრაქტიკულად, იმავე ხარისხშია ამ ქვეყნებში აყვანილი, როგორც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ. ლიტვის პრეზიდენტი ზუსტად ისევე ინტერესდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებით, როგორც საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში დაინტერსდებოდა, ეს თემა დღის წესრიგში რომ იდგეს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დაინიუს კატილიუსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics