|
2020-09-11 20:59:15, 2174 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს შეხვედრა სოფელ კახათში გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახათის სკოლის მოსწავლეების წარმატებაზე ისაუბრა, მისი თქმით ამ სკოლის ბავშვები განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც მასწავლებლების და სკოლის დირექტორის დამსახურებაა. ,,სოფელი გაზიფიცირებულია, სკოლაში მოწესრიგებულია სველი წერტილები. გასულ წელს კახათში ახალი ამბულატორია ავაშენეთ, რითიც მოქალაქეებს წლების პრობლემა მოუგვარდათ. გვაქვს შიდა გზების საჭიროება, თუმცა ამაზეც ვმუშაობთ. საგუგუჩიოს გზის საკითხი გადაწყვეტილია და წელსვე ვიწყებთ"-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)