17:45 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 19:53:57, 3983 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის სანქციები გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო წერილობით განცხადებაში ავრცელებს.

 ევროპულმა საბჭომ სანქციების ვადა გაუხანგრძლივა იმ პირებს, რომლებიც განაგრძობენ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვას. დღეს, 10 სექტემბერს გადაწყვეტილება საბჭომ წერილობითი სახით მიიღო.

სანქციები გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას. იგი მიმართული იქნება 175 პირისა და 44 ორგანიზაციის მიმართ.

ევროკავშირმა აამოქმედა სხვა ეკონომიკური სანქციებიც, რომლებიც რუსული ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებს ეხება და ძალაშია 2021 წლის 31 იანვრამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics