|
2015-09-14 16:03:11, 638 ნახვა
სამართალი
ყველა ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წელიწადი რეგიონში იმუშავებს
საქართველო მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სანოტარო მომსახურების ხელმწისავდომობას ითვალისწინებს. ცვლილებები „ნოტარიატის შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ შედის. „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში განახორციელებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. თუკი ახლად დანიშნული ნოტარიუსი უარს იტყვის შესაბამის რეგიონში მუშაობაზე, ეს იქნება მისი ნოტარიუსად დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო თუ ნოტარიუსი სამ წლიანი ვადის ამოწურვამდე შეწყვეტს საქმიანობას განწესების ადგილას, მას ნოტარიუსის უფლებამოსილება შეუწყდება. „სანოტარო მომსახურების მისაღებად, გრძელი და დამღლელი გზის გავლა საქართველოს არცერთი რეგიონის მცხოვრებს აღარ მოუხდება. სულ მალე სანოტარო ბიუროები ყველა რაიონში იქნება“, - აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. დღეისათვის საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან, 146 ნოტარიუსი თბილისშია, 12 ბათუმში, 11 ქუთაისში, და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველო სხვა ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პატარა ქალაქებსა და რეგიონებში ნოტარიუსები სანოტარო ბიუროების განთავსებაზე უარს იმ მიზეზით აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა ფინანსურად წამგებიანია. სწორედ ამიტომ, ნოტარიუსებს, რომლებიც იმ რეგიონებში იმუშავებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ფინანსურ დახამრებას ნოტარიუსთან პალატა გაუწევს. მათ საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილი საფასურიც აუნაზღაურდებათ, რომელიც 150 ლარს შეადგენს. ნოტარიუსთა ფინანსურ მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებები უზრუნველყოფს.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)