|
2020-09-10 12:44:09, 5325 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფინანსური წლის გეგმა გაფორმდა
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს, დეივიდ ჰოგან ჰერნს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, დეივიდ ჰოგან ჰერნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი, ასევე, მიესალმა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2020-2021 ფინანსური წლის გეგმას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, შალვა კვინიხიძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)