|
2020-09-09 15:24:47, 5533 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში განახლებული ფოიე გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად უწყების ადმინისტრაციულ შენობაში განახლებული ფოიე გახსნა. თავდაცვის უწყების შემოსასვლელში განთავსდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღე მიულოცა და სახელოვანი სამხედრო პირების ღვაწლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სიმბოლური თარიღი იყო მისთვისაც, რადგან, სწორედ, ერთი წლის წინ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ფოიეში, ასევე გამოიყო მემორიალური სივრცე გმირების უკვდავსაყოფად წარწერით - „დიდება გმირებს“. გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. სამომავლოდ გია ჯაფარიძე თავდაცვის სამინისტროსთვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტსაც შექმნის. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების ინტერიერისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი N187 ბრძანებულება 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)