|
2015-09-14 15:03:23, 1358 ნახვა
მსოფლიო
გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი საზღვრებზე კონტროლს აღადგენენ
გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, საკუთარ საზღვრებზე კონტროლს აღადგენენ. ამის შესახებ ჩეხეთის შს მინისტრმა მილან ხოვანეცმა და გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა განაცხადეს. როგორც დე მეზიერმა აღნიშნა, საზღვრებზე კონტროლის აღდგენა იძულებითი ზომაა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანია მიგრანტების ნაკადს ვერ გაუმკლავდება. მისი თქმით, შეზღუდვები შენგენის შეთანხმების პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა გერმანიაში საგანგებო ვითარებაა, რაც შენგენის შეთანხმების შეზღუდვას ამართლებს. გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ ახალი მიგრანტების მიღების შესაძლებლობა თითქმის ამოწურა, რადაგან მხოლოდ შაბათს და მხოლოდ მიუნხენში 13 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მინისტრმა ევროპას, სპარსეთის ყურის ქვეყნებს და აშშ-ს გერმანიისთვის სასწრაფო ფინანსური დახმარების გაწევისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანა მიგრანტებს უფრო ეფექტურად დაეხმაროს. „უცნაურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ბანკების გადასარჩენად რამდენიმე კვირაში ასეულობით მილიარდის შეგროვება შეუძლია, თუმცა ვერ აგროვებენ ამ თანხის მეასედსაც ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა დემეზიერიმ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყანა წლის ბოლომდე 800 ათას მიგრანტებს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)