|
2020-09-08 18:24:50, 18301 ნახვა
ომი უკრაინაში
შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფის" ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა
შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფის ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სასტუმრო „პარაგრაფის“ ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს ტესტის შედეგად ვირუსი არ დაუდასტურდათ და პარაგრაფი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid 19, არ არის სასტუმროს პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დროებით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან. აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყვნენ მასთან შემხებლობაში, ჩაუტარდათ ტესტირება და ყველამ მიიღო უარყოფითი პასუხი. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციებით რჩებიან იზოლაციაში. სასტუმრო პარაგრაფი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)