00:18 - 20 May, 2026
|
2015-09-14 13:54:23, 600 ნახვა
საზოგადოება
კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 13 სექტემბრის 20:17 სთ-დან 14 სექტემბრის 01:03 საათამდე კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თელავის და ყვარლის რაიონებში შემოსული რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა. ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. „გასროლილი იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რამაც რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე არსებული სასოფლო სამეურნო სავარგულები გადაარჩინა დასეტყვას. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების სრული ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)