|
2020-09-04 13:36:15, 2431 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N4-5 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე განახლდება. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა. “ვაჟა-ფშაველას კიდევ ერთი კომფორტული და გამწვანებული სივრცე შეემატება, რაც სასიხარულოა ჩვენთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ეს სკვერი გამზირის ცენტრალურ ზოლშია, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მუდმივად იქნება შევსებული ხალხით, არამარტო აქ მდებარე კორპუსებიდან, არამედ სხვა მისამართებიდან”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. აღნიშნული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)