05:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 19:00:56, 12594 ნახვა

სხვადასხვა
ძილის ხანგრძლივობა და მიოკარდიუმის ინფარქტი

ძილის ქრონიკული უკმარისობა  კარდიოვასკულური დაავადებების მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების ჩამონათვალში სულ უფრო მყარად იკავებს ადგილს.

ბრიტანეთში ჩატარდა პროსპექტული კოჰორტული კვლევა, სადაც  აკვირდებოდნენ 40-დან 69 წლამდე 500, 000 ადამიანს, რომელთაც კვლევაში ჩართვისას არ ჰქონდათ კარდიოვასკულური დაავადებები. დაკვირვება გრძელდებოდა საშუალოდ 7 წელი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათ, ვინც აღნიშნავდა, რომ ეძინათ 6 საათზე ნაკლები ღამეში, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი გაეზარდათ 20%-ით.

ძილის მოყვარულებსაც არ აღმოაჩნდათ სახარბიელო მდგომარეობა - მათ, ვისაც ჩვეულებრივ 9 საათზე მეტი ეძინათ,  ინფარქტის განვითარების რისკი შედარებით გაეზარდათ.

 

მენდელეის რანდომიზებული ანალიზით დადგინდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ხანმოკლე ძილსა და მიოკარიუმის ინფარტქის განვითარების რისკის ზრდას შორის. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც 6 საათზე ნაკლები სძინავთ ღამით, ეძლევათ რეკომენდაცია, 1 საათით გაზარდონ ძილის ხანგრძლივობა, რაც შეუმცირებთ ინფარქტის განვითარების რისკს 20%-ით.

 

მკვლევარები სავარუდო მიზეზად ანთებითი მარკერების გააქტიურებას ასახელებენ, როგორიცაა C-რეაქტიული ცილა და ციტოკინები. ლაბორატორიულ ექსპერიმენტით ნანახია ძილის მწვავე დარღვევისას ანთებითი მარკერების მატება. ძილის ზომიერი შემცირებაც კი, როგორიცაა 6-დან 8 საათამდე ძილი 8 დღის განმავლობაში, იწვევს ანთებითი ციტოკინების მატებას. 

 

ძილთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას უმჯობესია მიმართოთ ექიმს, დროის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ REDMED-ის დისტანციური სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოთ, რაც გულისხმობს, რომ REDMED-ის აპლიკაციით, ან ვებგვერდით შეარჩევთ ექიმს, მომსახურების მირების დროს და ტიპს (აუდიო კონსულტაცია ან ვიდეო კონსულტაცია). მომსახურებას თქვენივე მოწყობილობით მიიღებთ და კონსულტაციის ღირებულებასაც ონლაინ ბანკით დაფარავთ, ამგვარად თავიდან აირიდებთ ექიმთან კლინიკაში მისვლას, რიგებს და მრავალ სხვა დისკომფორტს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics