|
2015-09-14 09:43:54, 731 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. სასწავლო კვირების მინიმალურ რაოდენობად 34 კვირაა განსაზღვრული. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ, თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, თუ გვიან დაიწყებენ სწავლას, დასრულებაც გვიანვე მოუწევთ. ამასთან, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, გარკვეული ცვლილებები და სიახლეებია სასწავლო ნაწილში. მათ შორის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ასევე ინკლუზიური განათლების კუთხით. სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ულოცავს. მინისტრის მილოცვა განათლების სამინისტრომ გაავრცელა. „ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას, სასკოლო საზოგადოებას, ჩვენს მოსწავლეებს და განსაკუთრებით პირველ კლასელებს, ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ნაყოფიერი და ჩვენი მოსწავლეების ნიჭიერების გამოვლენის წელი. მე მინდა განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ძვირფას პედაგოგებს და ვუთხრა, რომ ჩვენთვის ეს წელი არის მასწავლებლის წელი. ჩვენ ერთად დავიწყებთ წელს მუშაობას ახალი სისტემის ფარგლებში, სადაც დამერწმუნებთ, მოვახერხებთ ყველა იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც აქამდე გვქონია. წარმატებულ წელს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს გვერდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მე ვდგავარ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)