|
2020-09-03 12:29:37, 2426 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - „დონას“ კლასტერიდან კორონავირუსზე 600-ზე მეტი ტესტის აღება მოხდა, საიდანაც ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით კორონავირუსზე აღებული 600-ზე მეტი ტესტიდან, ვირუსი მხოლოდ ერთთან დადასტურდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოებაზეც და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ბათუმში შემოწმებული იქნა 7 ობიექტი, საიდანაც 2 არ ფუნქციონირებდა, ხოლო 4 ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის ნორმებს. „დონას“ კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, კეთილსაიმედოა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შრომის უსაფრთხოების მხრივ ბათუმში შემოწმებული იქნა 7 ობიექტი, 7-დან 2 არ ფუნქციონირებდა, 4 ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს, მათ, რა თქმა უნდა, ასევე ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება იმასათან დაკავშირებით , რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მითითებულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს კოვიდ პანდემიის და ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)