09:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 16:26:53, 2831 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: სააგენტო „S&P"-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს

სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შემდეგ, უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტომ - „S&P"-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე და ასევე, პერსპექტივა უცვლელი დატოვა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სარეიტინგო კომპანიის "S&P" – ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანია ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ასახელებს.

„ანგარიშში ჩვენს ძლიერ მხარედ ასევე  დასახელებულია მყარი ინსტიტუციური მმართველობა. განსაკუთრებით დადებითად არის ნახსენები ის სამუშაო, რაც გავწიეთ დონორ ორგანიზაციებთან თანხების მოზიდვის კუთხით. შესაბამისად, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა რეიტინგის შენარჩუნებაზე. ტრადიციულად, სუსტ მხარეებად დასახელებულია ჩვენი  მაღალი იმპორტდამოკიდებულება და შედეგად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამ ეტაპზე,  ორივე სააგენტომ საქართველოს რეიტინგი უცვლელი დატოვა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა მოგვცემს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვიფიქროთ რეიტინგის ზრდაზე ერთი საფეხურით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics