16:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 14:12:06, 6737 ნახვა

რეგიონი
ჭიათურის მაღაროში 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ჭიათურაში, მაღაროში 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა ოთხი დღის წინ შუქრუთის დასახლებაში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კობა ჩაფიძეა, რომელსაც სამუშაო პროცესის დროს ტრაქტორმა გადაუარა.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics