|
2020-08-31 10:22:36, 1394 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენი უმთავრესი მიზანია თითოეული რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული
„ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი და საზრუნავიც სწორედ ის არის, რომ თითოეული რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები. „დღეს უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ამ ულამაზეს მხარეში ვიმყოფები და საშუალება მაქვს მოგმართოთ თქვენ, საკუთარ კუთხეზე შეყვარებულ პატრიოტ ქართველებს, რომლებიც ამ საოცარ ადგილს მომავალ თაობებს უნარჩუნებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხულო ტოლერანტობის, სიყვარულის, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რაც შეუძლებელია, აღფრთოვანებას არ იწვევდეს იმ ადამიანებისთვის , ვინც ამ მხარეს სტუმრობს. არავისთვის არის უცხო, რომ მაღალმთიანი აჭარა საოცარი ბუნებით, უგემრიელესი, მხოლოდ ამ ადგილისთვის დამახასიათებელი კერძებით გამოირჩევა, რაც უნიკალურ ნიადაგს ქმნის ტურიზმის სფეროს განსაკუთრებული განვითარებისთვის. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი და საზრუნავიც სწორედ ის არის, რომ თითოეული რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით განვავითაროთ კონკრეტული სფეროები, რაც, პირველ რიგში, სწორედ თქვენი, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე აისახება. დარწმუნებული ვარ, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ხულოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასოფლო სამეურნეო და ტურისტული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რაშიც მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო, გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქ, ამ მუნიციპალიტეტში აქამდე არნახული რაოდენობისა და მასშტაბების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, აშენდა ხიდები, რაც მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმ საქმეების ძალიან მოკლე და პატარა ჩამონათვალია, რაც ბოლო წლების განმავლობაში იქნა განხორციელებული კონკრეტულად ხულოს მუნიციპალიტეტში, თუმცა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტებისა, მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ, ხულოში , აჭარაში, ჩვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი პასუხები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ და ყველა პრობლება გადავლახოთ თავაწეულებმა. დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ გვინდა წარმოგიდგინოთ ორი ადამიანი, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ადამიანებს ექნებათ თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ 2012 წელს მივაღწიეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სრულიად საქართველო გაერთიანდა და არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მშვიდობიანი გზით გავიმარჯვეთ არჩევნებში. 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მჯერა, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას. ჩვენ, ჩვენი წარმატებებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ერთად საქართველოს წარმატებისთვის !“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)