|
2020-08-27 12:23:03, 1417 ნახვა
საზოგადოება
დადგინდა ახალი მიმართულება, ბუდაპეშტი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში
დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი არ იქნება. მთავრობის მეთაურის თქმით, მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება. „სასწავლო წელი იწყება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამებით სწავლობენ საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით, 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა, მოთხოვნა შენარჩუნდა და დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ერთად, ეფექტური მუშაობით, დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ესენი არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და რა თქმა უნდა, აქ ბილეთის ღირებულება ვერ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)