|
2020-08-27 11:01:10, 2843 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა და შეთანხმება დაარღვია
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომელმაც ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. მისი თქმით, ისნის ოლქში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს. „ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაარღვია შეთანხმება და გატეხა სიტყვა, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ... ისანში გაიმარჯვებს ღირსეული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ისანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)