23:42 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 23:17:23, 1337 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“,- წერს უგულავა.

ამასთან, მოგვიანებით, გიგი უგულავამ თავისივე პოსტზე მინაწერი გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს.

„ჩვენ შეთანხმების ერთგული ვრჩებით, შესაბამისად, ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ. კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო“,- წერს გიგი უგულავა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაასახელა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics