11:24 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 23:14:59, 10767 ნახვა

სხვადასხვა
გარდაცვლილი მოზარდის და -გვიყვირა ვერც ავთულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და, რომელიც დედასთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს, მამას მუქარაში ადანაშაულებს. ის რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ფრიდონ აბჟანდაძე დედამისისგან ფულის გაგზავნას ითხოვდა.

"სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ჩემმა ძმამ დარეკა და ეუბნებოდა დედას - მამიკომ მითხრა, ფულს გამომიგზავნი თუ ტრაქტორი გავყიდოვო. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული და უთხრა, კაპიკი არ მაქვს, რაც მქონდა, გამოგიგზავნეთო. მამაჩემმა მოგვაძახა მერე ყვირილით, ვერც ავთულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო.

ან გალახა ბავშვი, ან ხელი მოუქნია და ცუდად მოხვდა, ანდა თვითმკვლელობამდე თვითონ მიიყვანა. ორიდან ოთხ წლამდე არაფერია მაგისთვის, თუ გამოვა ციხიდან მე მოვკლავ და მე ჩამსვით 2 წელი ციხეში.  

ჩემი ძმა ძალიან მხიარული ბავშვი იყო, თავს არ მოიკლავდა, არასდროს ის დეპრესიული არ მინახავს. მთელმა სანათესაომ და სამეზობლომ იცის, დედაჩემს როგორ ამწარებდა, როგორ დღეში აგდებდა, არავინ ხელი არ დააფაროს. 5 წლის რომ ვიყავი, მაშინ გვკლავდა ორივეს მამა თოფით. პოლიციამ მხოლოდ იარაღი წაართვა და ხელწერილი დააწერინა და მაგის ხელში დაგვტოვეს." – ამბობს გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics