|
2020-08-26 13:02:14, 1568 ნახვა
საზოგადოება
მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი სხვადასხვა შეხვედრის, კვლევისა და რეკომენდაციის საფუძველზე დამუშავდა. მისი განხორციელების შედეგად, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება. „გასული წელი ვაკის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს დავუთმეთ. ასევე, შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც, ბრიტანულმა კომპანიამ - „სიბიეს სტუდიოზ“ პარკის ფუნქციური ზონირების პროექტი დაამუშავა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალური ნაწილი შესულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი, შადრევნების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. „როგორც იცით, პარალელურად, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება მიმდინარეობს. რის შემდეგაც, მის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოვაცხადებთ. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, თუმცა, ყველაფერს ისე დავგეგმავთ, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ. გპირდებით, თბილისელებისთვის ვაკის პარკიც საამაყო პროექტი იქნება, ისევე როგორც „მზიურის“, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე, გლდანის მე-6 მიკრორაიონში არსებული რეკრეაციული სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად განხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)