13:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 10:45:46, 1482 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 140 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინა გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 140  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში  საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

“კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს  ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას.  აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდებზე უკვე გამოქვეყნდა.  წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას, დამატებით, 420 ოჯახს გადავცემთ”, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში, (ი. აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში,  დღეს გაიმართება.     





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics