|
2020-08-25 11:37:37, 19303 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ მე-19 პაციენტს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა - ის მკურნალობას სახლში გადიოდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა. მისივე თქმით, მოტეხილობამ ემბოლეა გამოიწვია, რის შემდეგაც პაციენტი გარდაიცვალა. „გარდაცვლილ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ჰქონდა საკმაოდ მძიმე ფსიქო-ემოციური ფონი. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და რომელიც იყო ასევე კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ მე მქონდა პაციენტის დასთან კომუნიკაცია. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი. მათი დაავადება მიმდინარეობდა თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლეა, რომელიც მოტეხილობამ გამოიწვია და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო. ამ პაციენტის პირველწყარო უკავშირდება ლენჯერს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)