23:42 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 13:56:00, 2019 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია ამომრჩევლების ხმების დასაცავად საერთო შტაბს ქმნის

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „თბილისი მარიოტში“ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მემორანდუმს ხელი მოაწერა.

მემორანდუმში საუბარია, როგორ უნდა დაიცვას ოპოზიციამ ამომრჩეველთა ხმები საპარლამენტო არჩევნებზე.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტიების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი.

მისივე თქმით, შტაბის ხელმძღვანელი „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია იქნება.

„შტაბში იქნება წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობს პროცესში და ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს და ხელმძღვანელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც თავიდან აგვარიდებს არჩევნების გაყალბებას და დაიცავს ამომრჩევლის ხმებს. შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამომრჩევლის ხმების დასაცავად. შემიძლია უკვე გითხრათ ორი კონკრეტული ნაბიჯი. ერთი, ეს არის პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა და მეორე, ეს არის საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები ამ ბაზაში ასახულ დარღვევებზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics