|
2020-08-24 13:31:55, 2051 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნას არ აპირებს
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნას არ აპირებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მემორანდუმს დღეს ხელს ის ოპოზიციური პარტიები მოაწერენ, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებოდნენ. „ „ქართული ოცნება“ იმ სიტუაციაშია, როდესაც აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას, წინასაარჩევნო პერიოდში მასთან რაიმე დოკუმენტის გაფორმება შეუძლებელია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მობილიზებული უნდა ვიყოთ და დღევანდელი დეკლარაცია არის ამის ერთადერთი დადასტურება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მემორანდუმს გააფორმებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)