|
2020-08-23 23:01:13, 1232 ნახვა
საზოგადოება
23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა
23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა. ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და თანასოფლელებმა. სოფლის ცენტრში მდებარე მემორიალი და მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2015 წლის 13 ივნისის ღამე, სამაშველო ოპერაციის დრო, როდესაც ზურაბმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა. ზურაბი ჩვენი დროის გმირია, მან არამარტო სამსახურებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა არამედ წმინდა ადამიანური მოვალეობაც. ის საამაყო და მისაბაძი პიროვნება. ზურაბ მუზაშვილი მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისთვის".
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)