23:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-23 14:37:15, 2135 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტრო ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებას პასუხობს

21 აგვისტოს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესისას, ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა, რომ სასამართლოში ადვოკატებს არ აქვთ ინვენტარი, არ არის მაგიდები და კომპიუტერი.

„ადვოკატებს არ გვაქვს ელემენტარული ინვენტარი, მაგიდები არ გვაქვს, არ გვაქვს დენის წყარო, რომ ვისარგებლოთ კომპიუტერით...  არ გვაქვს მაგიდები და იმის საშუალებაც არ არის, რომ ელექტრონული ფორმით ჩანაწერით, ანუ კომპიუტერით, ვისარგებლოთ სასამართლოში. მივმართავთ იუსტიციის საბჭოს, იუსტიციის მინისტრს: ქალბატონო თეა, იქნება დაგვდოთ პატივი და მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოუყოთ 5 მაგიდა, რათა ადვოკატებს გვქონდეს საშუალება, სრულად განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულება და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები“, – განაცხადა მან.

იუსტიციის სამინისტრო ადვოკატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებით გაოცებულია. სამინისტრო დარწმუნებულია – ის ფაქტი, რომ სასამართლო  წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელ შტოს, განმარტებას არ საჭიროებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, არა თუ ადვოკატებისათვის. სასამართლოში მიმდინარე ყველა პროცესი,  მათ შორის,  ინფრასტრუქტურის საკითხები, შენობების მაგიდებითა და სკამებით აღჭურვა და კომპიუტერებით პროცესის მონაწილე მხარეების უზრუნველყოფა არ შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში.

იუსტიციის სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ როსტომ კერესელიძის განცხადების მიზანი არ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციის შესახებ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics