2020-08-23 12:01:03, 2310 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო იმ ქარხნების დახურვას აპირებს, სადაც მუშები გაიფიცნენ
ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის დახურავს ქარხნებს, სადაც მუშები აპროტესტებენ.
„თუ ქარხანა არ მუშაობს, მაშინ მოდით, ორშაბათიდან მის კარიბჭეს ბოქლომი დავადოთ, მოდით, გავაჩეროთ... ხალხი დამშვიდდება და ჩვენ გადავწყვეტთ შემდეგ სამუშაოდ ვინ მოვიწვიოთ“,- განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ პრესტიჟული ქარხნების მუშები გაიფიცნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
17 აგვისტოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაში ლუკაშენკოს ვიზიტის დროს, სიტყვით გამოსვლისას მას არაერთხელ გადადგომისკენ მოუწოდეს.
ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.
ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,