2020-08-23 10:12:50, 1829 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი - მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა
„მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა“, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ თამარის საქმეში ამ პირების ჩვენებები დაუზუსტებელი კითქვებით არის მოხვედრილი.
“ვითომდა მათ მიერ ავტომობილის აღმოჩენა და ფაქტების აღწერა, თითქოს ავტომობილის ნახვა.. ძალიან დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ იმ პერიოდში თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებლებს დატოვებული ეს ადამიანები. შესაბამისად, ამ ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვებით მათი ჩვენებების საქმეში არსებობა”, - განაცხადა რამიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,